
საერთაშორისო ნიშნები
ვესტ ინვესტში დანერგილია საერთაშორისოდ აღიარებული საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა. მას მიღებული აქვს ხარისხის მენეჯმენტისა და სურსათის უვნებლობის მართვის ISO-9001:2008 სისტემის სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატი უზრუნველყოფს მაღალი სტანდარტებით მუშაობას წარმოების ყველა ეტაპზე. საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე, ვესტ ინვესტი პასუხისმგებელია მის საწარმოში შეფუთულ პროდუქტზე, რომელიც აკმაყოფილებს ყველა ნორმას და არის უვნებელი ადამიანის ჯანმრთელობისათვის.