ვესტ ინვესტის სადისტრიბუციო საქმიანობა დაკავშირებულია დიდი მოცულობის საკვები პროდუქტების გადაზიდვასთან, რომლებიც საჭიროებს განსაკუთრებულ სამაცივრე პირობებს, ტრანსპორტირების პროცესში სწორად შერჩეულ ტემპერატურულ რეჟიმს და საერთაშორისო სტანდარტებით დაწესებულ ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებს. სწორედ ამიტომ სადისტრიბუციო სამსახური აღჭურვილია JAC-ის და Mersedec-ის ავტომობილებით. დღის განმავლობაში პროდუქტების მიტანას ვესტ ინვესტის ლოგისტიკის სამსახური 500-მდე ობიექტში ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით.