ვესტ ინვესტის ავტოპარკს ახალი მანქანები შეემატა

ვესტ ინვესტის ავტოპარკს ახალი მანქანები შეემატა

ვესტ ინვესტის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება, დისტრიბუციის სამსახურს JAC-ის ახალი ავტომობილები შეემატა. ვესტ ინვესტის სადისტრიბუციო საქმიანობა დაკავშირებულია დიდი მოცულობის საკვები პროდუქტების გადაზიდვასთან, რომლებიც საჭიროებს განსაკუთრებულ სამაცივრე პირობებს, ტრანსპორტირების პროცესში სწორად შერჩეულ ტემპერატურულ რეჟიმს და საერთაშორისო სტანდარტებით დაწესებულ ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებს. დღის განმავლობაში პროდუქტების მიტანას ვესტ ინვესტის ლოგისტიკის სამსახური ახორციელებს 500-მდე ობიექტში ქვეყნის მასშტაბით.

ავტოპარკის განახლების მიზანია სადისტრიბუციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და მძღოლების სამუშაო პირობების გაუმჯობესება. ვესტ ინვესტი რეგულარულად ზრუნავს ავტოპარკის განახლებაზე. კომპანია მომავალშიც გააგრძელებს სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.