ვესტ ინვესტს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის საერთაშორისო სისტემის ISO2200:2018 სერტიფიკატი მიენიჭა

ვესტ ინვესტს სურსათის უვნებლობის  მენეჯმენტის საერთაშორისო სისტემის ISO2200:2018 სერტიფიკატი მიენიჭა

ვესტ ინვესტში ხარისხის მენეჯმენტისა და სურსათის უვნებლობის მართვის ISO-9001:2008 სისტემის სერტიფიცირების პროცესი წარმატებით დასრულდა. მომხმარებლის მოთხოვნის მაღალი ხარისხით უზრნველყოფის მიზნით, შემუშავდა და დაინერგა ხარისხის მართვის HACCP-ის სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა (ISO 2200:2018) და საწარმოს სერტიფიკატი მიენიჭა. აღნიშნული სერტიფიკატი უზრუნველყოფს მაღალი სტანდარტებით მუშაობას წარმოების ყველა ეტაპზე. საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე, ვესტ ინვესტი პასუხისმგებელია მის საწარმოში შეფუთულ პროდუქტზე, რომელიც აკმაყოფილებს ყველა ნორმას და არის უვნებელი ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

კომპანიაში მუდმივად ზრუნავენ ქარხნის ტექნიკურ გადაიარაღებაზე, წარმოების გაუმჯობესებაზე და შეფუთვის მაღალ ხარისხზე. საწარმოს გადაიარაღება მუდმივი პროცესია და ხარისხის კონტროლის სრულყოფას ემსახურება.