ვესტ ინვესტმა 10 დეკემბერს საჯარო ხელმოწერით დაადასტურა საკუთარი მხადაჭერა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გლობალური შეთანხმების ერთობლივი ინიციატივის – ქალთა გაძლიერების პრინციპების მიმართ (WEPs). ვესტ ინვესტი იმ წამყვან 26 კომპანიას შორისაა, რომლებიც მხარს უჭერენ აღნშნულ საერთაშორისო ინიციატივას.

ღონისძიებას გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, სიდამ და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა უმასპინძლა. შეხვედრას ბიზნეს კომპანიების 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო, იმსჯელეს გენდერული თანასწორობის საკითხში ბიზნესის როლზე და საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საქმეში კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე. მომხსენებლებმა კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებს გაუზიარეს აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული წარმატებული მაგალითები და ხაზი გაუსვეს კომპანიებში გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნის აუცილებლობას.

ღონისძიება გაიმართა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.48356591_2064935233565596_3469530893025017856_o AB3P9960