კომპანია „ვესტ ინვესტი“ შეუერთდა წლის ყველაზე მასშტაბურ პროექტს „Check in Georgia”, რომელიც მოიცავს კულტურული ღონისძიებების სერიას ქართველი და უცხოელი მომღერლების მონაწილეობით.პროექტის მიზანია ქვეყნის პოპულარიზაცია, დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა და ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა.კომპანია „ვესტ ინვესტის“ გუნდი მოხარულია რომ მიეცა საშუალება მხარი დაუჭიროს და თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს, როგორც კულტურული ცენტრის პოპულარიზაციაში.13220560_469831923191987_8124187588536754310_o

შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა ორი გრანდიოზული კონცერტი თბილისში, შემდეგი ღონისძიება დაგეგმილია ბათუმში მსიფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით. პროექტი ასევე მოიცავს კონცერტებს საქართველოს ყველა მსხვილ რეგიონში ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით.

„Check in Georgia” – ერთად მოვნიშნოთ საქართველო მსოფლიო კალენდარზე!

13087269_469832726525240_7444553394731331436_o